ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კოალიცია „თავისუფალი ბიზნესისათვის" მუშაობას იწყებს
15/05/2012

მედია ანონსი

15 მაისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო ინფორმაცია:
ანა ტოკლიკიშვილი
ტელ: 595 221 999

კოალიცია „თავისუფალი ბიზნესისათვის" მუშაობას იწყებს

16 მაისს, ოთხშაბათს, 12 საათზე, სასტუმრო თბილისი მარიოტში პრესკონფერენციას გამართავს ახლადდაფუძნებული კოალიცია „თავისუფალი ბიზნესისათვის", რომელიც ოთხ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს (ასოციაცია მწვანე ალტერნატივა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო).  კოალიცია ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს" ინიციატივითა და მხარდაჭერით შეიქმნა და მისი მიზანია, შეისწავლოს ის ფაქტორები, რაც საქართველოში ბიზნესის განვითარებას აფერხებს.

ბიზნესის გარემოს გაუმჯობესებისა და ბიზნესისთვის ხელშემწყობი რეფორმების გატარებისათვის საქართველო მსოფლიო ბანკის რეიტინგებში მოწინავე პოზიციაზეა, თუმცა,  ბოლო პერიოდში, ბიზნესზე სახელისუფლებო ზეწოლა   უფრო მწვავე ხასიათს იძენს.

მონიტორინგის პროცესში კოალიცია „თავისუფალი ბიზნესისათვის" შეისწავლის: (1) ელიტური კორუფციის შემთხვევებს, თუ ასეთი არსებობს; (2) ბიზნესზე/კერძო კომპანიებზე სახელმწიფოს ზეწოლის ფაქტებს; (3) იმ კომპანიების მფლობელებს, რომლებიც ყველაზე ხშირად იგებენ სახელმწიფო ტენდერებს; (4) საქართველოს საგადასახადო სისტემის, მაკონტროლებელი სისტემის და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის არსებულ პრაქტიკას (მათ შორის სასამართლო პრაქტიკის) და ა.შ

მონიტორინგის შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება, რომელიც საბოლოოდ, ერთ შემაჯამებელ პუბლიკაციაში გაერთიანდება.

###

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

ანა ტოკლიკიშვილი-ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო" , საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი, ტელ: +995 95 221 999; ელ ფოსტა: Anuka@osgf.ge;
http://www.osgf.ge/
www.Facebook.com/OpenSocietyGeorgiaFoundation

წაკითხულია: 2260